სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია გრძელდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფურჩხეთში 174 669 კვ.მ. ჩაის პლანტაციებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება! შპს „რენეგეიდ თიი“-ს პროგრამა „ქართული ჩაის რეაბილიტაციის“ ფარგლებში მიწის ნაკვეთები 25 წლიანი იჯარით გადაეცა
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.