29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7228 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2262 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2339 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6883 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6492 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ნოემბრიდან შევა ძალაში.