ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა დასმულ შეკითხვაზე - მცირდება თუ არა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა, უპასუხა: „სინამდვილეში არა. ენერგეტიკასთან მიმართებაში, ჩვენ უბრალოდ დგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვს ახალი მემორანდუმები, რომელიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან“, განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანების საკითხზეც გაამახვილა ყურადრება და განაცხადა, რომ „ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება. მინდა აღვიშნო, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შეამცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ“.