ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნულ ფონდში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა მეუფე იაკობმა.
„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ეკლესიაც არ ვაპირებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობაზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს.
ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მას ჩვენთვის არ უღალატია. ჩვენი თავისუფლების გამო რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.