მომავალი 3 წლის განმავლობაში რუსეთი თავდაცვაზე 7 ტრილიონამდე რუბლს დახარჯავს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლეონიდ გორინმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მიღებული ბიუჯეტის პროექტი 2018-2020 წლებში თავდაცვაზე ყოველწიურად 2 მილიარდ 300 მილიონი რუბლის დახარჯვას ითვალისწინებს. წელს რუსეთმა შეიარაღებაზე დაახლოებით 70 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე მეტია.