პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტის ნდობის ჯგუფის პირველი, საორგანიზაციო სხდომა გაიმართება, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩაწარებული სპეცოპერაცია იქნება.
მისი თქმით, ეროვნული ინტერესია, რომ ამ ვითარებაში შევძლოთ არა მხოლოდ სოლიდარული ვიყოთ პროცესების მიმართ, არამედ მოვახდინოთ ჩვენი პოლიტიკური კონსოლიდაცია
“ეროვნული ინტერესია, რომ ამ ვითარებაში შევძლოთ არა მხოლოდ სოლიდარული ვიყოთ პროცესების მიმართ, არამედ მოვახდინოთ ჩვენი პოლიტიკური კონსოლიდაცია. ეს ქვეყნის ინტერესებში შედის. შემიძლია გითხრათ, რომ უსაფუძვლოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ეჭვები, რომ რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება. პირიქით, თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მთლიანად მთავრობისა თუ პარლამენტის სურვილია, საზოგადოებამ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, თუმცა, ამასთანავე, ალბათ დამერწმუნებით, რომ გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო, ფაქტების დადასტურება. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გამოძიება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მადლობა პარტნიორებს, ვინც ჩართული არიან და გვეხმარებიან შესაბამისი ექსპერტიზით ამ პროცესში. ხვალ ნდობის ჯგუფს აქვს საორგანიზაციო სხდომა, სადაც ამ საკითხებზეც ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა .