27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7183 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7062 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.21 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2440 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2112 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6944 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6297 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 ნოემბრიდან შევა ძალაში.