28 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნა. ღონისძიება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით შედგება. ოლიმპიადის საზეიმო გახსნას დაესწრებიან თბილსის მერი კახა კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე.
ღონისძიება გაიმართება ფრენბურთის არენაზე, დიღომი, სპორტული კომპლექსი "ახალი თბილისის" ტერიტორია.