დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებით მიმართავს.
ესენია:
აცრის გაკეთება;
ჰიგიენური ნორმების დაცვა - ხელის ხშირი დაბანა;
ხშირი განიავება;
მაღალი ტემპერატურის შემთვევაში ექიმისთვის მიმართვა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ გამოვლენილა. მისივე თქმით, საზოგადოებაში იზრდება აცრის კულტურა.
"ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.