”იმ მომენტში თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ პირველი მე არ გავქცეულიყავი”, - განაცხადა ”ჯი-ეიჩ-ენთან” რუსლან შავაძემ.
მან სასტუმრო ”ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის დროს რამდენიმე ადამიანის ძლიერი დაკვამლიანებიდან გამოყვანა და გადარჩენა შეძლო.
”შეიძლება რომ გავქცეულიყავი, ის ადამიანები მაინც გადარჩენილიყვნენ, მოესწროთ გაქცევა, მაგრამ მე მაინც ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ იქაურობა პირველს არ დამეტოვებინა. წარმოიდგინეთ, იმ ადამიანებს მე ვავარჯიშებდი, მე ვედექი თავზე, როგორ უნდა გავქცეულიყავი? მართლა არ ვთვლი, რომ გმირი ვარ”, - აცხადებს რუსლან შავაძე.
ის სასტუმროში ფიტნესინსტრუქტორად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე.