ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში'', სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გეგმავს მისვლას - ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახური ავრცელებს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, კათოლიკოს პატრიარქი ლეოგრანდთან ერთ საათში იქნება და პარაკლის გადაიხდის.