საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო დიდი გულისტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდი გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, - ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.