ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი „ვარდისფერი“ პარასკევის შეთავაზებას აანონსებს და დღეს, 24 ნოემბრის ღამის 12 საათამდე დაჯავშნილ ყველა რეისზე 20%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს.
მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებით და სასურველი მიმართულებით ახალი მოგზაურობა სწორედ „ვარდისფერ“ პარასკევს დაჯავშნონ. Wizz Air-ი ადასტურებს, რომ აღნიშნული შემოთავაზება ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომია.
ენთუზიასტ მოგზაურებს, რომლებიც მომავალ სეზონზე დასვენებას გეგმავენ, შეუძლიათ, აირჩიონ Wizz Air-ის საქართველოს ქსელში დღეს არსებული 11 მიმართულებიდან ერთ-ერთი და მოიწყონ ზამთრის არდადეგები ლონდონსა თუ მილანში. მათ, ვისაც ახალი ქალაქების აღმოჩენა სურთ, Wizz Air-ის ქსელი სთავაზობს ისეთ შესანიშნავ ქალაქებს, როგორიცაა ბერლინი, ბუდაპეშტი თუ ვარშავა.
Wizz Air-ი ფასდაკლების პარასკევს „ვარდისფერს“ კომპანიის თვითმფრინავების დიზაინიდან გამომდინარე უწოდებს.
ფასდაკლება 24 ნოემბრის 23:59 საათზე დასრულდება. შესაბამისად, დაინტერესებულ მოგზაურებს ამ შეთავაზების გამოყენების საშუალება სწორედ ახლა აქვთ!
შეთავაზება ეხება მოსაკრებელსა თუ გადასახადებსაც, თუმცა მასში არ მოიაზრება ფასდაკლება ადმინისტრაციის საფასურზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფასდაკლებით სარგებლობისთვის, საჭიროა, ბილეთი დაიჯავშნოს wizzair.com-ზე ან WIZZ მობილური აპლიკაციით.