ევროკავშირი ნაბუკოს პროექტის განსახორციელებლად არანაირ რეალურ ნაბიჯებს არ დგამს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა განაცხადა.
"ყაზახეთი ნაბუკოს წინააღმდეგ არასდროს ყოფილა. ყველაფერი ისე ხდება, რომ ევროკავშირი გარდა ლაპარაკისა - ეს ჩემი მხრიდან კრიტიკაა, მაგრამ ეს ასეა - არაფერს არ აკეთებს პროექტის რელიზებისთვის", - განაცხადა ნაზარბაევმა ასტანაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნაზარბაევის თქმით, ყაზახეთმა, რომ ნაბუკოს პროექტში მონაწილეობა მიიღოს აუცილებელი ორი რამ არის - გაზსადენი ან უნდა გავიდეს კასპიიდან კავკასიაში შავ ზღვაზე ან კასპიის ზღვაზე მათ სანაპიროზე გაზის გადასამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს.
"ამ და სხვა საკითხებზე კი გარდა ლაპარაკისა არაფერი არ კეთდება", - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.