საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუდმივად ზრუნავს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა კვალიფიკაციის შენარჩუნებასა და შემდგომ ამაღლებაზე. საკუთარი რესურსებით, პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ პროექტების მხარდაჭერით, სააგენტოს სპეციალისტები ტრეინინგებს წამყვან საავიაციო დაწესებულებებში გადიან.
ამჯერად, სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ინსპექტორმა, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სავალდებულო განმეორებითი სასწავლო კურსი გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებების სასწავლო ორგანიზაციაში (JAA TO, ჰოლანდია) გაიარა.
თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამის თანახმად, პირველად, ძირითად, პრაქტიკულ, განმეორებით და დამატებით კურსებს სააგენტოს ყველა ინსპექტორი გადის.