თურქეთის სასტუმრო სექტორში ინვესტიციების მოცულობა იზრდება. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით თურქეთში 1032 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, რაც 43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ ნებართვებთან შედარებით.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაცემული ნებართვებიდან 1001 კერძო სექტორის მიერ აშენდება, 126 ერთეული სახელმწიფოს, ხოლო 5 სასტუმრო კი კოოპერატივების მიერ.