თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების ხმა ისმის.
ცნობისთვის, სპეცდანიშნულების რაზმმა კიდევ ერთი შტურმი განახორციელა. სავარაუდოდ, ცეცხლს საპასუხო სროლით უპასუხეს კორპუსში მყოფმა პირებმა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამიდან მოყოლებული, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, 46 კორპუსის მე-3 სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, სადაც მათი აყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.