ხვალიდან ქართველი მომხმარებლებისათვის H&M-ის მაღაზია იხსნება. თუმცა ვიდრე „გალერია თბილისში“ განთავსებული H&M-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება, გუშინ ის რამდენიმე საათით ცნობილი ადამიანებისათვის და ჟურნალისტებისთვის გაიხსნა.
მოსულმა სტუმრებმა, შთამბეჭდავი განათებების ფონზე, წითელ ხალიჩაზე გაიარეს და სპეციალურ კედელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. წლის ყველაზე გახმაურებულმა წვეულებამ მრავალ ვარსკვლავს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ: მოდელი ნუკა ყარალაშვილი, ცნობილი მსახიობი თინა დალაქიშვილი, პოპულარული მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე. თითოეული მათგანი გამოწყობილი იყო H&M-ის უახლესი კოლექციის ტრენდულ სამოსში, მათ შორის – საშემოდგომო და საახალწლო კამპანიების რჩეულ მოდელებში. გარდა ამისა, წვეულებას ადგილობრივი დიზაინერები, ბლოგერები და საკუთარი სტილით გამორჩეული სხვა თბილისელებიც სტუმრობდნენ. H&M-ის თანამედროვე და გლამურულ მაღაზიაში შოპინგით ყველა მათგანმა ისიამოვნა.
სცენაზე პირველი DJ Rembo გამოჩნდა, რომელმაც მოსული სტუმრებისთვის სასიამოვნო და ენერგიული ატმოსფერო შექმნა, შემდეგ კი სცენა სხვა სიურპრიზებს დაუთმო. SvanSikh-ის რეპერტუარმა შოპინგი კიდევ უფრო საინტერესო და დაუვიწყარი გახადა. საღამოს ასეთივე გამორჩეული ნაწილი იყო ბენდი New One-ი, რომელმაც მაღაზია საცეკვაო სივრცედ გადააქცია.
პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასებია. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.
ქალების კოლექცია შემოდგომა-ზამთარს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ეგებება. მნიშვნელობა არ აქვს, გლამურს ეძებთ თუ კომფორტს, 80-იანები გხიბლავთ თუ 90-იანები, ქალური სტილი გიზიდავთ თუ ტომბოის შარმი – ეს სეზონი ყველანაირი გემოვნების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
მამაკაცები კი პერსონალურ სტილს მოირგებენ – კოლექცია მიმზიდველ და პრაქტიკულ ტანისამოსს გააერთიანებს და თანამედროვე მამაკაცებისათვის სრულყოფილ გარდერობს შექმნის.
H&M-ის მაღაზიის გრანდიოზული გახსნა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე შედგება. გახსნის დღე სავსე იქნება საჩუქრებითა და სიურპრიზებით. H&M-ის სტუმრებისათვის DJ Rembo დაუკრავს. პირველი 3 იღბლიანი 200, 100 & 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება. რიგში მდგომი მომდევნო 1000 სტუმარი კი H&M-ის 30-ლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებს.
„გალერია თბილისში“ H&M Hennes & Mauritz AB (H&M) სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. H&M ქართველ მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის.
პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები იქნება. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.
H & M Hennes & Mauritz AB (H&M) 1947 წელს შვედეთში დაარსდა. მისი აქციები შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. H&M-ის მთავარი ბიზნესიდეაა, ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: Cheap Monday, & Other Stories, COS, Monki, Weekday და H&M Home. H&M Group-ი 66 ქვეყანაში 4300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება.