საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუქარესტში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა.