15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6955 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.25 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1920 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1437 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.83 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6940 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5467 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ნოემბრიდან შევა ძალაში.