13-17 ნოემბერს ქალაქ ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის შეხვედრები იმართება, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით ესწრება.
ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატები თანამედროვე უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს და ზოგადად ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან. შეხვედრები ასევე გაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. საპარლამენტო ასამბლეის ქვე კომიტეტის წევრები შეხვედრებს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე გერმანიის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებთანაც გამართავენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია კომიტეტის წევრი ირკალი ბერაია.