"ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს მუშაობა",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ჯეჯელავამ უნდა მიიღოს.
„ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნეს საქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაზე.