,,ევროპული საქართველო“ თბილისის საკრებულოში ფრაქციას შექმნის, რომელსაც გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ჟღენტმა განაცხადა.
,,ევროპული საქართველო საკრებულოში შევდივართ სამი წევრით. ვაპირებთ შევქმნათ ფრაქცია, რომელსაც უხელმძღვანელებს გოკა გაბაშვილი. ვაპირებთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დავაყენოთ საკრებულოს სხდომებზე. ყველაზე მთავარი, რაც იქნება შევალთ ინიციატივით, რომ გაუქმდეს ბიუროკრატიული ხარჯი, პრემია-დანამტები და აღნიშნული თანხა მოხმარდეს თბილისში პენსიის ზრდას,’’ - განაცხადა დავით ჟღენტმა.