ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვში 2500 და 900 მ3 წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა დასრულდა.
რეზერვუარების მეშვეობით, ჩაქვის ტერიტორიაზე აღმოიფხვრება წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები და მოსახლეობა წყალს უწყვეტად 24 საათის განმავლობაში მიიღებს.
კომპანია „ბათუმის წყალი“ ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრები აბონენტებისთვის გამრიცხველიანების პროცესს აწარმოებს. ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 2000 მოსახლეს უფასოდ დაუმონტაჟდებათ წყლის მრიცხველები.
აბონენტებისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა სრულიად უფასოა. მრიცხველების მოწყობის პროექტი ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების EU NIF ფონდის მიერაა დაფინანსებული.