საქართველოს მთავრობას, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებაც მოუწევს, რომელიც გადასამუშავებლად აღმასრულებელ ხელისუფლებაშია გადაგზავნილი.
მოქმედმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს 3 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, სადაც აღინიშნა, რომ რამდენიმე უწყებას დაფინანსება გაეზრდებოდა.
იქედან გამომდინარე, რომ მთავრობაში ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო გაუქმდება, მთავრობას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელებაც მოუწევს.
ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოსთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ახალ ფინანსთა მინისტრს მოუწევს.