ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში რეგისტრირებული ამომრჩევლის 11,5 %-მა უკვე მისცა ხმა.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
ყაზბეგი - 17,4%
ხაშური - 11,5%
ბორჯომი -18,2%
ქუთაისი -6.2 %
ოზურგეთი - 21,5%
მარტვილი - 11.5 %
შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა.