მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება და 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.
,,ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება განიხილება, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კი შსს- მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ჩაანაცვლებს. არაოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება მოუწევს განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას.
რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, ამ დროისთვის ნავარაუდევია კულტურისა და სპორტის უწყებების გაერთიანება, ასევე, ენერგეტიკის სამინისტროს მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთან. ,,ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირების ვინაობაზე მსჯელობა მმართველ გუნდში ამ დრომდე მიმდინარეობს
მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს.