ისრაელში ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და ბენ გურიონის აეროპორტის თანამშრომელი ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად შეყვანის ბრალდებით დააკავეს. Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქეებისგან ისრაელში შესვლის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ.
45 წლის და 28 წლის ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ თაღლითობა, ქრთამის აღება, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და ისრაელის საზღვრის გადაკვეთის კანონის დარღვევა.