თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 2017 წლის მესამე კვარტალში, არსებობის მანძილზე, ყველაზე რეკორდული შემოსავალები მიიღო.
ავიაკომპანიის მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტაში Turkish Airlines-ის წმინდა მოგებამ 939 მლნ დოლარი შეადგინა, რასაც მენეჯმენტი ფინანსურ დისციპლინას უკავშირებს.
საანგარიშო პერიოდში, Turkish Airlines-ის საოპერაციო მოგებამ 956 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე კვარტალში გაიზარდა ასევე Turkish Airlines-ის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები.
Turkish Airlines-ის მთლიანი შემოსავლები, მესამე კვარტალში, 23%-ით 3,6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
მესამე კვარტალში, ავიაკომპანიის მოგება, გადასახადების გამოკლებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ით 1,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.