თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 15:00 საათზე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. თუმცა, ის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე შეძლებს თუ არა გამოცხადებას, უცნობია. ამის შესახებ ”ჯი-ეიჩ-ენს” აბესაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა.
”ნამდვილად არ ვიცით, აბესაძე პროცესზე შეძლებს თუ არა მოსვლას, რადგან ის ძალიან ცუდადაა. როცა აბესაძე მოვინახულე, ძალიან მაღალი, თითქმის 220 ჰქონდა წნევა, საშინელ მდგომარეობაში იყო. წნევა ნევროზის ფონზე აქვს”, - განაცხადა ფილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.