სს "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"პატივცემულო მგზავრებო! „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი. სს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".