2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთოწონა94.8გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლისმე-10-ენაწილისშესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63ლარის ოდენობით შეეფარდა.