ანკარას ახალი მერი ჰყავს. თურქეთის დედაქალაქის მერად მმართველი პარტიის წევრი, 60 წლის მუსტაფა ტუნა აირჩიეს. მანამდე ის ანკარის ერთ-ერთ რაიონს ხელმძღვანელობდა. ყოფილმა მერმა მელიქ გიოქჩექმა თანამდებობა რეჯეთ თაიფ ერდოღანის ბრძანებით 23 ოქტომბერს დატოვა. 22 სექტემბერს გადადგა სტამბოლის მერი კადირ ტოპბაშიც.