6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6108 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6284 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.76 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0301 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0610 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6766 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4248 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 ნოემბრიდან შევა ძალაში.