SOCAR -ს ადმინისტრაციული შენობის SOCAR Tower-ის მშენებლობა 414 მლნ. 237 ათას 659 დოლარზე მეტი უჯდება.
15 სექტემბრის მდგომარეობით, SOCAR Tower-ის შენობის 99,2%-ი უკვე დასრულებულია. დამპროექტებელი კომპანია Tekfen-ის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 3 მლნ 286 ათას 310 აზერბაიჯანული მანათის სამუშაოები.
SOCAR Tower-ი დაპროექტებულია კონცეფციით „ქარი-ალი“. სამშენებლო სამუშაოებს კორეული კომპანია Heerim Architects&Planners Co. Ltd აწარმოებს, რომელმაც SOCAR Tower-ის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო.