ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.
შედეგები მერის არჩევნების ნაწილში უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ძალაში რჩება სასამართლოს გადაწყვეტულება, რომლის თანახმად თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.