რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის? - ამ კითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა.
”თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და უნდა გაგრძელდეს. შარშან ამ დროს ლარის კურსი 2.41 იყო, ხოლო ახლა არის 2.62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. თქვენ როცა ლარიზაციის პროგრამა გამოაცხადეთ, ლარი 2.55 იყო და ახლა არის უფრო გაუფასურებელი, ვიდრე იყო მაშინ, როცა ლარიზაციის პროგრამის განხორციელება დაიწყეთ. რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისაკენ მიდის?”, - მიმართა კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.