ბიუროს გადაწყვეტილებით, დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ კანონპროექტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და ქვეყნის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს 2018-2021 წლებისთვის. ასევე, მოუსმენენ საქართველოს მთავრობის მოხსენებას „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.
დღესვე პარლამენტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანმდევ კანონპროექტს „საქართველოს საბიუჯეტო კოდეწქსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დეპუტატები, ასევე, განიხილავენ რამდენიმე კანონპროექტსა და პარლამენტის დადგენილების პროექტს.