„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი მასზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. გიორგი სოზაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ზეწოლით მშენებარე კორპუსი გადააფორმებინეს. საუბარია საბურთალოზე ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე ობიექტზე.
შსს-ს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა მისი ბიზნესის მითვისებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება "სალვუს დეველოპმენტის" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას "სალუს საბურთალოს".
„14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს და რეაგირება დღემდე არ არის. „სალუ საბურთალოს“ რებრენდინგის შემდეგ, „ტერასა ჯგუფი“ ქვია და მოქმედებენ თაღლითები. საქმე სასამართლოშიც არის და საბუთები გაყალბებულია. ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა. მოხდა ჩემი დაკითხვა და ოფისში ჩხრეკა. ეძებდნენ იარაღს, რომელიც მე არ მქონდა. რთულია, ამ ყველაფერს დავარქვა სახელი დავარქვა. კომპანიის ერთ-ერთი კლიენტის ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება მუქარის მუხლით არის დაწყებული“, - განაცხადა სოზაშვილმა.