თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი მუსხელიშვილი და ამავე რაიონის გამგებელი ნოდარ ტორძელაძე რაიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
მაჟორიტარმა და გამგებელმა ჭავჭავაძის გამზირზე N43-ში მოწყობილი სავარჯიშო ზონა, აბაშიძის ქ.N41-ში მრავალსართულიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები და ბაგების მეორე კორპუსის მიმდებარედ განახლებული სკვერი დაათვალიერეს.
ამასთანავე, გიორგი მუსხელიშვილი და ნოდარ ტურძელაძე აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდნენ და რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.