რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ის შვილობილ „ლოუკოსტერ“ Pobeda Airlines-ს თბილისის შემდეგ ბათუმის მიმართულებით ფრენებზეც უარი უთხრეს. როგორც რუსული მედია წერს, „როსავიაციამ“
Pobeda Airlines-ს გარკვეულ მიმართულებებზე უარი უთხრა. როგორც ირკვევა საავიაციო ხელისუფლებამ
Pobeda Airlines-ს ამჯერად უარი უთხრა მოსკოვიდან ბათუმის, ლაიფციგის, ბარის, პაფოსის მიმართულებით ფრენებზე.
შეგახსენებთ, რომ Pobeda Airlines-მა პირველად რუსული ავიაციის ისტორიაში ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციას“ უჩივლა. აღნიშნულის მიზეზი კი ამ უწყებების მიერ ავიაკომპანიისთვის საერთაშორისო რეისებზე უარის თქმა გახდა.
სარჩელის რეალური მიზეზი რეგიონებიდან საქართველოსა და თურქეთის მიმართულების ფრენებზე უარის თქმა გახდა.
გასულ ზაფხულს Pobeda Airlines-მა შეიტანა განაცხადი მახაჩკალა-სტამბოლი-მახაჩკალას და კრასნოდარი-თბილისი-კრასნოდარის მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირეზე, თუმცა უარი მიიღო. იმავდროულად ავიაკომპანიამ უარი მიიღო მოსკოვიდან მილანის, რომისა და ბარის მიმართულებით ფრენებზეც.
Pobeda-ს სარჩელში აღნიშნულია, რომ მითითებული საერთაშორისო მიმართულებები თავისუფალია და არც ერთი ავიაკომპანია ამ მიმართულებებზე რეისებს არ ასრულებს. შესაბამისად „როსავიაციის“ უარის თქმის მიზეზი არ ჰქონდა.
Pobeda სასამართლოს სთხოვს ბათილად სცნოს ნავიგაციის გადაწყვეტილება სტამბულისა და თბილისის მიმართულებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლოში პირველი სარჩელის მოსმენა 29 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. მეორე სარჩელი ჯერჯერობით წარმოებაში მიღებული არ არის.