2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო განრიგის პერიოდში, უკრაინული ავიაკომპანია YanАir-ი ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე ოპერირებას გეგმავს. YanАir-ის ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
„დღეისათვის ბათუმის მიმართულებით რეისები კიევიდან და ოდესიდან ხორციელდება. ლვოვი გახდება მესამე ქალაქი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის კურორტს დაუკავშირდება“, განაცხადა YanAir-ის გენერალურმა დირექტორმა იაროსლავ აგაფონოვმა. მისივე ინფორმაციით, ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე YanAir-ი რეისებს Boeing-737-ით შეასრულებს.
დღეისათვის YanAir-ის ავიაპარკი ორ ერთეულ Boeing 737-300-სა და ერთ Boeing 737-400-ს, Airbus A321-სა და Airbus А320-ს აერთიანებს. უახლოეს დღეებში კომპანიის ავიაპარკს კიდევ Boeing 737-400 შეემატება.
YanAir-ი ბათუმის გარდა ფრენებს თბილისის მიმართულებითაც ახორციელებს.
2017 წლის 10 თვის განმავლობაში YanAir-მა კიევიდან და ოდესიდან საქართველოს მიმართულებით 70 ათასი მგზავრი გადაიყვანა და წლის ბოლომდე რაოდენობის ზრდას 85 ათას მგზავრამდე გეგმავს.