ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კომპენსაციის სახით საქართველოს მოქალაქეს 6 720 ევროს გადაუხდიან.
სასამართლოს დადგენილებით, ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევრო უნდა გადაუხადონ. 26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით 448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული.
შეგახსენებთ, 54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს.