თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 2 კვირაში გაიმართება - დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო 14-დან 17 ნოემბრამდე პერიოდში შეიკრიბება.
დეპუტატების ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს პირველივე სხდომაზე აირჩევენ.
საკრებულოს უმრავლესობა პოზიციაზე გიორგი ტყემალაძეს წარადგენს.
„ჩვენ მოგვიწევს 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა, თქვენ იცით, რომ დადგენილია შესაბამისი ვადები. 15 ნოემბრამდე პირველადი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, შემდეგ 25 ნოემბრამდე ჩვენ გადავაგზავნით ისევ მერიაში, რათა მოხდეს საბოლოო, გადამუშავებული ვარიანტის შემოტანა თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად,“- აცხადებს გიორგი ტყემალაძე.