პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაზე იმსჯელებენ.
დეპუტატებს მთავრობის მიერ გადამუშავებულ პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს.
დღეს გახდება ცნობილი მთავრობამ ბიუჯეტის პარამეტრებთან მიმართულებაში დეპუტატების რა შენიშვნები გაიზიარა. კომიტეტის გარდა, ბიუჯეტის პროექტზე შესაძლოა, ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე იმსჯელონ.