1 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6106 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6112 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0380 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0368 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6846 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4721 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 ნოემბრიდან შევა ძალაში.