პრემიერ-ინისტრი საქართველოში დამატებით ევროპული ინვესტიციების მოზიდვას ელოდება. როგორც დღეს მთვრობის სხდომაეზე ნიკა გილაურმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკება ქვეყანა საშუალებას მიცემს დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და ევროპასთან ჰარმონიზირებული ურთიერთობა ჰქონდეს.
დღეიდან ევროკავშირთან ასოცირებაზე მოლაპარაკებები იწყება, რაც მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ქვეყანაში დამატებით ევროპულ ინვესტიციებს მოვიზიდავთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში უფრო ჰარმონიზირებული ურთიერთობები გვექნება.
ჰარმონიზირებული რეგულაციები ჩამოყალიბდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საუბარაია საბანკო სექტორზე, ტურიზმზე, სოფლის მეურნეობაზე და სხვა მიმარულებებზე", - განაცხადა გილაურმა.
მისივე განცხადებით, თუ ქვეყანა მოახერხებს და საქართველოში დამატებით ევროპულ კაპიტალს შემოიტანს მაშინ ქვეყანაში დასაქმების პრობელმა მინიმუმანდე შემცირდება, რადგან შემოსული ინვესტიციების ხარჯზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.