ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობისას 0.15 ლარიანი შეღავათით ისარგებლებენ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსწავლისა და პედაგოგის სტატუსის მქონე პირები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეგისტრირებულნი ბათუმის სკოლებში. დღემდე არსებული დადგენილებით დამტკიცებული შეღავათებით სარგებლობდნენ მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში, ასევე, პედაგოგები, რომლებიც ასწავლიდნენ მხოლოდ ბათუმში არსებულ სკოლებში, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა.