Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის ავიარეისებს ამიერიდან უფრო კომფორტული, განიერიფიუზელაჟის თვითმფრინავით - AIRBUS 330 -ით განახორციელებს.
Turkish Airlines-ი, რომლისთვისაც მგზავრთა კმაყოფილება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, აგრძელებს ინოვაციური და შეუდარებელი მომსახურების შეთავაზებას.
31 ოქტომბრიდან, Turkish Airlines-ი პირველად საქართველოს ავიაბაზარზე, რეგულარულ რეისებზე, სთავაზობს მომხმარებელს განიერიფიუზელაჟის თვითმფრინავით ფრენას.
Turkish Airlines-ის რეისები სტამბული-თბილისი-სტამბული, რეისის ნომრით TK386/TK387, შესრულდება A330 -ით, რომელიც აღჭურვილია ბოლოთაობის ტექნოლოგიებით და მრავალი ჯილდოს მფლობელი საბორტო გასართობი სისტემით.