უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA 25 წლის იუბილეს ორიგინალურად აღნიშნავს. FlyUIA-ს დაბადების დღე ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავში აღინიშნება. ამ დღეს კომპანია საჩუქრების მიღების ნაცვლად, საჩუქარს საკუთარ მგზავრებს გაუკეთებს.
დაბადების დღის სპეციალური საჩუქარია ყველა სტუმარს 25%-იანი ფასდაკლების სერტიფიკატი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს. ფასდაკლება ეხება ავიაკომპანიის ყველა რეისს და ყველა კლასს.